სოფლის მეურნეობა
22/08/2021

კარტოფილის თესლის გამრავლების ახალი ტექნოლოგია - გამარტივებული წარმოება და შემცირებული ხარჯები

საქართველოში კარტოფილის თესლის გამრავლების ახალი ტექნოლოგია მუშავდება.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) შემუშავებული ტექნოლოგია კარტოფილის ჩითილების წარმოების სრულ ჯაჭვს გულისხმობს, რაც ამარტივებს წარმოების პროცესს და ამცირებს ხარჯებს.

ტრენინგი  „აპიკალური დაფესვიანებული ჩითილების ტექნოლოგია კარტოფილის თესლის დაჩქარებული გამრავლებისთვის” წილკნის ბაზაზე ინვიტრო ლაბორატორიის წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს (CIP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩაუტარდათ.

ახალი ტექნოლოგია „USAID კარტოფილის პროგრამა საქართველოში” კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) ერთად ხორციელდება.

Businesspartner