სოფლის მეურნეობა
20/04/2021

ქართული ღვინო საექსპორტო ბაზარზე პოზიციებს იბრუნებს

ღვინო საექსპორტო ბაზარზე პოზიციებს იბრუნებს. I კვარტალში უცხოეთში 43.935 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, 0.7%-ით ნაკლები 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

ექსპორტის 61% რუსეთის ბაზარზე მოდის. რუსეთში 26.721 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, გასული წლის 3 თვესთან შედარებით მეტი (26.361 მლნ).

გასული წლის კლების შემდეგ ღვინის ექსპორტი გაიზარდა ჩინეთშიც, რამაც 2.561 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში 2.05 მლნ დოლარი იყო.

ღვინის კომპანიები აცხადებენ, საექსპორტო ბაზრებისგან განსხვევებით კლებაა ადგილობრივ ბაზარზე, რაზეც უდიდესი გავლენა ტურიზმის მკვეთრმა ვარდნამ მოახდინა.

 

Businesspartner