სოფლის მეურნეობა
06/12/2021

ქართული მანდარინის ექსპორტი 73%-ით გაიზარდა

ქართული მანდარინის ექსპორტი გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნიდან 2021 წლის 1 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში 15 000 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, შედეგად საქართველომ $7.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან 73%-ით არის გაზრდილი, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი 74%-ით.

მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა),  უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).

Businesspartner