სოფლის მეურნეობა
23/11/2021

ქართული საექსპორტო მანდარინის ნახევარი რუსეთში იყიდება

ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ რუსეთში იყიდება საექსპორტო მანდარინის ნახევარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, საექსპორტო ღირებულებამ 1.6 მლნ დოლარი შეადგინა.

მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 153%-ით, ექსპორტის ღირებულება 142%-ით არის გაზრდილი.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში, სულ 1703 ტონა, რაც მანდარინის ექსპორტის თითქმის ნახევარია, სომხეთში გაყიდულია 1,346 ტონა, უკრაინაში 375 ტონა, ყაზახეთში 40 ტონა, სლოვენიაში 28 ტონა, ყირგიზეთში 20 ტონა.

Businesspartner