ფოტო: rangioravetcentre.co.nz
სოფლის მეურნეობა
04/08/2022

ქართული ცხვრის ძირითადი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია

ქართული ცხვრის ექსპორტის ძირითადი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია.

ქართული ცხვრის ექსპორტის 40% სწორედ საუდის არაბეთში იყიდება. საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანია 22%-იანი წილით, მესამე პოზიციაზე კი იორდანიაა (17.5%). მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი 2021 წელს განახლდა. იორდანიამ საქართველოს ბაზარი სომხური ცხვრის გამო 2015 წელს დაუკეტა, მიზეზი ის იყო რომ იორდანიაში საქართველოდან სომხური ცხვარი შედიოდა, რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია.

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 6,352 მლნ დოლარის (1 913 ტონა) ცოცხალი ცხვარი გავიდა, რაც 25.6%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

Businesspartner