სოფლის მეურნეობა
02/03/2023

ქართული ვაშლი ექსპორტზე დუბაიში პირველად გავა

ქართული ვაშლი ექსპორტზე დუბაიში გავა. როგორც გლობალური სავაჭრო პლატფორმა eximcrop-ის თანადამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ვაშლი დუბაიში გაიყიდება.

ამ ეტაპზე ექსპორტზე 20 ტონა ვაშლი გავა.

„დღეს ქართული ვაშლის თითქმის 100% რუსეთის ბაზარზე გადის და ჩვენი ძალისმევით ამ გეოგრაფიას ნაბიჯ ნაბიჯ შევცვლით. რუსეთში მალე თავიანთი მოსავალიც მოვა, შესაბამისად ქართულ ვაშლზე მოთხოვნა ამ ბაზრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება. დუბაიში მოთხოვნა სხვა ქართულ პროდუქციაზეც მაღალია და შემდეგ ეტაპზე მოცვის ექსპორტისთვის მოვემზადებით“ -აღნიშნავს ვახტანგ გოგალაძე.

მისივე განმარტებით, ქართული ვაშლი პირველად იფუთება ბუშელის ყუთებში სადაც ერთმანეთისგან განცალკევებით იდება. ვაშლის პირველი მოცულობის ექპორტი დუბაიში რამდენიმე დღეში განხორციელდება.

Eximcrop ამერიკული კომპანიაა და ქართულ ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა.

Businesspartner