ფოტო: healthline.com
სოფლის მეურნეობა
30/11/2021

ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი გაზრდილია

ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი გაზრდილია.

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც საქართველომ 1.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.

ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,977 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

Businesspartner