სოფლის მეურნეობა
19/07/2021

ქართველმა ფერმერებმა მაის-ივლისში მოცვის ექსპორტიდან $5.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

მოცვის ექსპორტი 42%-იან ზრდას აჩვენებს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.411 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1.685 მლნ აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).

 

 

Businesspartner