სოფლის მეურნეობა
18/03/2021

"ხორბლის საკმარისი მარაგები ფასის რყევის თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს"

ამ წუთებში, პარლამენტში, სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მინისტრის განცხადებით, საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი ხორბლის მარაგებია.

"ბოლო მონაცემებით, საქართველოში 115 000 ტონა ხორბალია. FAO-ს რეკომენდაცია, 2 თვის მარაგზე 80 000 ტონას შეადგენდა. თუმცა, ჩვენ ამ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ და ამ ეტაპზე თითქმის 3 თვის მაგარია ქვეყანაში ხელშეუხებელი. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რყევები ავიცილოთ.

ხორბლის ასეთი მაღალი მარაგების რაოდენობამ საშუალება მოგვცა, რომ ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ არ მოგვეხდენა ინტერვენცია და პურის გაძვირება აგვეცილებინა თავიდან, თუმცა მოგვიწია სუბსიდირება, რომელიც ვფიქრობ, ყველზე ეკონომიური, ეფექტიანი იყო, სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობისთვის, პურის ფასის შესანარჩუნებლად. ჩვენ არ შევეხეთ და ვერ მოვახერხეთ მთლიანად ფასის შენარჩუნება ფქვილზე და ეს არც იყო მიზანი, ვინაიდან ფქვილისგან წიარმოება ძალიან დიდი ასორტიმენტი საკონდიტრო პროდუქციის და არც იქნებოდა სამართლიანი საბიუჯეტო ხარჯების ასე მიმართვა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

Businesspartner