სოფლის მეურნეობა
06/12/2021

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიდან საქართველომ $5.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

საექსპორტო ბაზრებზე 10.6 ათასი ტონა ქართული ხურმა და კარალიოკი გაიყიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტიდან საქართველომ 5.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

Businesspartner