სოფლის მეურნეობა
30/12/2020

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიდან საქართველომ $6 მლნ მიიღო

ქართულ ხურმასა და კარალიოკზე მოთხოვნა გაზრდილია. ექსპორტი წელს შარშანდელთან შედარებით (1 აგვისტო 27 დეკემბრამდე პერიოდში) 42%-ით არის გაზრდილი, 11 000 ტონამდე.
 
ამ ხილის საექსპორტო რეალიზაციიდან საქართველომ 6 მლნ დოლარი მიიღო.
 
წელს ქართული ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ძირითადად გავიდა რუსეთში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). ამ ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები