სოფლის მეურნეობა
06/03/2022

"ქვეყანაში ხორბლის მარაგის პრობლემა არ არის" - მინისტრი მეხორბლეებს შეხვდა

ქვეყანაში ხორბლის მარაგის პრობლემები არ არსებობს, - დეტალებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში შეფერხება არ არის და ხორბლის მარაგის პრობლემა არ არსებობს, ასევე სტაბილურად შემოდის ფქვილი. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნულისა, ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც წისქვილკომბინატები მუდმივად მუშაობენ.

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის მარაგებსა და ექსპორტს ამ ეტაპზე პრობლემები არა აქვს, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, წისქვილკომბინატებს ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტის შესაძლებლობა ექნებათ.

Businesspartner