სოფლის მეურნეობა
16/11/2021

კვერცხისა და რძის წარმოება შემცირდა, ხორცის გაიზარდა

ქართველმა ფერმერებმა კვერცხისა და რძის წარმოება შეამცირეს, ამის ფონზე მცირედით გაზრდილია ხორცის წარმოება.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

ქვეყანაში წარმოებულია 16.1 ათასი ტონა ხორცი, თითქმის 4%-ით ნაკლები 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8%-ით ჩამორჩება.

Businesspartner