სოფლის მეურნეობა
23/11/2021

ქვიტირი: კილოგრამი ტარხუნის ფასი, შესაძლოა, 300-400 ლარიც გახდეს

ბაზარზე 1 კილოგრამი ტარხუნის ფასი 60 ლარია. იმპორტიორების ნაწილი მიზეზად ზამთრის სეზონს, მცირე წარმოებასა და გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს.

წყალტუბოში, მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირის“ დამფუძნებელი გოდერძი შავგულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მის კომპანიას ამ დროისთვის ტარხუნა არ მოჰყავს, თუმცა, პროდუქტს მოსახლეობისგან იბარებს და ექსპორტზე გააქვს.

შავგულიძის ინფორმაციით, ტარხუნა ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად იწარმოება, რადგან საკმაოდ რთული მოსაყვანია და ძირითადად, სომხეთიდან შემოდის.

„ტარხუნდა კიფევ გაძვირდება. რეგიონში დეფიციტია, საკმაოდ რთული მოსაყვანი მწვანილეულოა და სეზონურად ამიტომაც ძვირდება. ზამთარში შეიძლება კილოგრამის ფასი  300 - 400 ლარამდე ავიდეს, მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც იყო,“ - აცხადებს შავგულიძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები