სოფლის მეურნეობა
06/05/2020

“ლაზიმ” ტექნოლოგიები განაახლა და მომხმარებელს მალე მწვანე ჩაის შესთავაზებს

კომპანია “ლაზი“, რომელიც 300 ჰექტარზე ჩაის პლანტაციას ამუშავებს, წელს 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს. კომპანია სეზონს განახლებული ტექნოლოგიებით ხვდება და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მწვანე ჩაის წელს პირველად შესთავაზებს.
 
47 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე აპარატურა კომპანიამ პროექტ “ქართული ჩაის“ ფარგლებში უსასყიდლოდ მიიღო.
 
კომპანიამ სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უკვე განაახლა ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესი. 40 ადგილობრივი უკვე დასაქმებულია და ყოველდღიურად 25-40 ლარამდე გამოიმუშავებს, იგეგმება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა.
 
ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც გაეცნო.
 
ჩაის გადამუშავების შემდეგ მისი დაფასოება ადგილზევე ხდება. წარმოებული ჩაით კომპანია ლაზი ეროვნულ ბაზართან ერთად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ამარაგებს.
Businesspartner