სოფლის მეურნეობა
08/04/2021

ლევან დავითაშვილი: 11 000 ჰა-მდე მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. 

“როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბანკებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. ცვლილება სტიმულია ინტენსიური თანამედროვე მეურნეობების განვითარებისთვის. 11 000 ჰექტარამდე მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტენსიურად გამოყენებას და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწების პრივატიზების პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას. მთავარი აქტივი, რაც არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, უნდა იყოს კერძო მფლობელობაში, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის საფუძველზეც 2020 წლიდან მიმდინარეობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცვლილების მიხედვით, კიდევ უფრო ფართოვდება აღნიშნული პროგრამა და თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.

გარდა ამისა, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი - თუ აქამდე პროგრამით მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა იყო ნებადართული, ეს შეზღუდვა მოიხსნება ასევე შესაძლებელი გახდება მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე).

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021