სოფლის მეურნეობა
26/07/2021

ლევან დავითაშვილი: მომავალ წლებში სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობას გავზრდით

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის თანადაფინანსებაზე და განვითარებაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო. მეზობელი ქვეყნები ამ მიმართულებით უფრო პროდუქტიულები არიან, რადგან ისინი სოფლის მეურნეობის განვითარებას შედარებით მეტი წელია ცდილობენ. 

“2004-დან 2010 წლამდე ფაქტობრივად სოფლის მეურნეობა მცირდებოდა, რადგან სოფლის მეურნეობიდან დასაქმებულების გადადინება ხდებოდა სხვადასხვა დარგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ვერც პროდუქტიულობაზე, ვერც კონკურენტუნარიანობაზე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე წელია თანმიმდევრულად თავიანთი სოფლის მეურნეობის განვითარებას ცდილობენ, როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი.

ჩვენ 2013 წლიდან დავიწყეთ ინტენსიურად სოფლის მეურნეობის თანადაფინანსებაზე და განვითარებაზე ზრუნვა, რადგან მარტო ფულის ხარჯვა არ არის, ეს არის სისტემების შექმნა, მომსახურება, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ დავიწყეთ ინტენსიურად ახალი ბაღების გაშენება, სადაც საჰექტრო მოსავლიანობა უკვე მნიშვნელოვნად დიდი იქნება. მაგალითად თუ ტრადიციულად ვაშლის ბაღში მოსავალი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ტონამდე, თანამედროვე ბაღებში, რომელიც “დანერგე მომავლის“ ფარგლებშია გაშენებული, საჰექტრო მოსავლიანობა 50-დან 60 ტონამდეა. ასეთი ბაღები უკვე შედის მსხმოიარობაში.

2020-2021 წლები არის პირველი წლები, როდესაც ჩვენ დაწყებული პროექტები გვაძლევს შედეგებს, ასე რომ მომავალ წლებში ჩვენ როგორც პროდუქტიულობა გაგვეზრდება, ისე საერთო მოსავალი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

 

Businesspartner