სოფლის მეურნეობა
26/06/2020

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას არც რთველის პერიოდში მივატოვებთ

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება რთველის პერიოდში არც ამ ჯერზე მიატოვებს მოსახლეობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა.

"მევენახეობა-მეღვინეობის დარგი განვითარების აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდა. მოხერხდა ის, რომ ფერმერის მიერ მოწეული მოსავალი, პრობლემების გარეშე, მთლიანად დაბინავებულია. სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მლნ ლარის სუბსიდია. პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები", - განაცხადა დავითაშვილმა.

 

Businesspartner