სოფლის მეურნეობა
05/07/2021

ლევან დავითაშვილი: სამთომოპოვებაზე დამოკიდებულ ტყიბულს ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს

ტყიბულში, 2 სუბიექტს, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიმბოლურ ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწები გადაეცა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც ძალიან მცირე ეკონომიკური შესაძლებლობებია და დიდია დამოკიდებულება არსებულ სამთომომპოვებელ საქმიანობაზე, ნებისმიერი ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროექტის წახალისება მნიშვნელოვანია. ტყიბულში ხარისხიანი ჩაის წარმოების დიდი პოტენციალია. 

“ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ზონა ერთადერთი ჩაის შემთხვევაში, სადაც მაღალი ხარისხის მწვანე ჩაის წარმოების შესაძლებლობაა და 2 სუბიექტს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწები, სიმბოლურ ფასად, ჩაის პროგრამის ფარგლებში. შემდგომში საქმინისტრო გააკეთებს მნიშვნელოვან თანადაფინანსებას პლანტაციების რეაბილიტაციისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პროდუქტიული ჩაი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

Businesspartner