სოფლის მეურნეობა
01/07/2021

ლევან დავითაშვილი: ტექნოლოგიების და ცოდნის გამოყენებას ინვესტიციები სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ტექნოლოგიების და ცოდნის გამოყენებას ინვესტიციები სჭირდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, ცოდნაზე, თუმცა ამ ყველაფრის გამოყენებისთვის საჭიროა ინვესტიციები. ამ საქმეში კი სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. ფერმერებმა სამეცნიერო კვლევები და შედეგები პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ, მაგრამ აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო კვლევით ცენტრში ნერგავს, ეს არის ხარისხიანი სარგავი და სათესი მასალის არსებობა, სერთიფიცირება, მიკვლევადობა და გარანტირებულად ხარისხიანი ნედლეულის გამოყენება, რომ შემდგომში შედეგები იყოს პროგნოზირებადი.

სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვა 4 ძირითად პრიორიტეტს ემყარება. საჯარო სერვისების განვითარება, რაც სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, სერთიფიცირების ლაბორატორიული კონტროლის სისტემის შექმნა, იმისთვის რომ კერძო სექტორმა ნორმალურ გარემოში მოახერხოს თავისი საქმიანობის განვითარება. ასევე, ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდება ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის სუბიექტებისთვის, რაშიც სამეცნიერო კვლევითი ცენტრის როლი არის უმნიშვნელოვანესი.“– აღნიშნავს, დავითაშვილი.

მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის მე-4 ძირითადი მიმართულების კუთხით, რომელიც საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს,  “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო შედეგიანია.  

Businesspartner