სოფლის მეურნეობა
05/07/2021

ლევან დავითაშვილი: წელს რთველის სუბსიდირება იქნება

მთავრობა 2021 წელს რთველის სუბსიდირებას გეგმავს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

“გათვალისწინებულია მათ შორის ღვინის ნაწილი. იქნება როგორც პირდაპირი სუბსიდირება, ასევე ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ჩავარდნებია და იქ სახელმწიფოს მოუწევს ისევ შესყიდვა, თუმცა ბევრი სამუშაოა ჩატარებული იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო გაჯანსაღდეს, მათ შორის მიკვლევადობა გაუმჯობესდეს. სრული ელექტრონული პასპორტიზაცია და კადასტრის პროგრამა მიმდინარეობს, ფაქტობრივად კონკრეტული ვაზის დონემდე სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძენი იქნება მიკვლევადი, ეს აუცილებელი პირობაა, რაც არ უნდა რთული იყოს გასაკეთებლად, იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ხარისხიანი და უფრო კონკურენტუნარიანი სექტორი გვქონდეს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. 

ჩვენ წელს გვექნება პილოტირება, უკვე გვაქვს მოწყობილობების შეძენა დაგეგმილი, თუმცა მთელი მასშტაბით განხორციელება ვერ მოესწრება. ასევე პრაქტიკაში გამოიცადოს ის აპარატურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთის მხრივ დისკომფორტი არ შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს და რიგები არ იყოს იმ დონეზე, გვესმის მალფუჭებად პროდუქტებთან არის საქმე, თუმცა უკვე 2022 წელს დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად მაღალი სტანდარტების რთველი ჩატარდება, სადაც როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი პარამეტრები და მიკვლევადობა სრულად გაკონტროლდება. ეს სახელმწიფოზე წნეხს შეამცირებს და მევენახე ფერმერების პასუხისმგებლობას გაზრდის. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ალკოჰოლური სასმელების კუთხით ექსპორტის ზრდის მიუხედავად, არ აკომპენსირებს მათ შორის წინა წლებში დაგროვილ პრობლემებს, ვგულისხმობ კერძო სექტორში არსებულ მარაგებს, ასევე სახელმწიფო სექტორში არსებულს, ამიტომ სახელმწიფოს ინტერვენცია მოუწევს, მაგრამ ეს იქნება მილევადი, ანუ კოვიდიდან ეტაპობრივად გამოვალთ“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები