სოფლის მეურნეობა
01/07/2021

ლევან დავითაშვილი: წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების მასშტაბური პროგრამა დაიწყება

2021 წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების მასშტაბური პროგრამა დაიწყება, რომლითაც დაახლოებით 6 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, 10 წლიანი გეგმის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში სახელმწიფო 1 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელებს. 

“საქართველო სრულად იქნება აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. განხორციელებული საგრანტო თანადაფინანსება საკმარისი არ არის და ბევრ უკმაყოფილო ფერმერს ტოვებდა. აქედან გამომდინარე მიმდინარე წელს დაიწყება მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა სასოფლო-სამეურნეო მექნიზაციის. პროგრამა მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილი მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას.  პროგრამის ღირებულება იქნება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ აქ ჩაერთოს რამდენიმე ათასი ჩვენი თანამოქალაქე და ფერმერი. დაახლოებით 6000-მდე ბენეფიციარი ეყოლება პროგრამას. თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით 2 ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება.

ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში 120 მილიონი ლარის რესურსის მობილიზებას მოვახდენთ, ეს 1 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner