სოფლის მეურნეობა
26/10/2021

ლევან მეხუზლა: ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე ყურძენი არ ჩაბარებულა

ღვინოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აგრარულ საკუთხთა კომიტეტის სხდომაზე, რთველის მოსამზადებელ სამუშაობზე და ზოგადად რთველის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

“საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ ვენახების კადასტრზე, მევენახეობის განვითარების ღონისძიებები სწორედ ამას გულისხმობს და წელსაც თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ამ პროგრამის ფარგლებში.

საველე სამუშაოები ჩატარდა ყვარლის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და ახმეტის მევენახეობის ზონებში, იქ სადაც უკვე გადაღებული იყო ორთოფოტოები. ამასთან, შევმატეთ დანარჩენი კახეთის ორთოფოტოები, რაც გულისხმობს სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს. საბოლოო ჯამში, მთლიანად კახეთში და რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით რთველი სწორედ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩატარდა. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაბარებულა ისე თუ კონკრეტულ ვენახს არ ქონდა საკადასტრო ამონაწერი,” - აღნიშნავს ლევან მეხუზლა.

მისივე თქმით, რთველის დასრულების თითოეულ მუნიციპალიტეტში თითო ჯგუფია დარჩენილი და კვლავ მიმდინარეობს მუშაობა საკადასტრო მონაცემების დაზუსტებაზე.

“წლის დასაწყისიდან კომუნიკაცია დავიწყეთ მევენახეებთან, შეიძლება ითქვას, რომ კახეთის ყველა სოფელში შევედით, რაშიც დაგვეხმარა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ აქცენტი გაკეთებულიყო ხარისხზე და არა რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების გამოცდილებით სახელმწიფოს უწევდა ჩარევა სუბსიდირებისა და ჭარბი თეთრი ყურძნის შეძენის მიზნით, გაქტობრივად ფერმერებს მოვთხოვეთ უზრუნველყონ ყურძნის ის შაქრიანობა, რაც შემდგომში ხარისხიანი ღვინის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემდა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მოსავლის ნაკლებობისა, ასევე გარკვეულწილად ამას ხელი შეუწყო ცუდმა ამინდმა და სეტყვამ,” - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

Businesspartner