სოფლის მეურნეობა
22/03/2021

მეციტრუსე ფერმერთა ასოციაცია ფერმერებს გადაამზადებს

მეციტრუსე ფერმერთა ასოციაციამ 30 ფერმერის გადამზადების ინდივიდუალური კურსი დაიწყო. პროექტი CNFA საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები მიმდინარე წლის განმავლობაში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მეციტრუსეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს საველე პირობებში მანდარინის ახალი ბაღების გაშენების, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურეობას გაუწევენ.

აღსანიშნავია, სეზონზე ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ქართული ციტრუსიგავიდა. გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

Businesspartner