სოფლის მეურნეობა
16/09/2021

მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყო 

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL” ფარგლებში, მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად, ახალი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.  

პროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.

„ხელისუფლებისთვის მეცხოველეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ ინიციატივას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი USDA-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, კონკურსის შედეგად შერჩეული საგრანტო პროექტების განხორციელებით, ხელშესახები პროგრესი გვექნება მესაქონლეობის სექტორში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებელ კონკურსში მონაწილეობისთვის, განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება. 

კონკურსი მიზანია ასევე ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროდუქციის წარმოების შემდგომ დამუშავება-შენახვა, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 

პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) აფინანსებს. 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ  

დამატებითი ინფორმაციისათვის 

 

 

Businesspartner