სოფლის მეურნეობა
05/10/2021

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ₾68 მლნ-ით მცირდება

2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი, 2021 წელთან შედარებით 68.2 მლნ ლარით მცირდება. 

ბიუჯეტის პროექტით, 2022 წელს ამ მიზნით 84.6 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2021 წელს კი, 152.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ცვლილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 177 მლნ ლარით გაიზარდა. მოხდა რთველის სუბსიდირება, რისთვისაც 100 მლნ ლარი გამოიყო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები