სოფლის მეურნეობა
09/10/2020

მინდა, ჩემი ღვინო პოპულარული გახდეს და ქალებს წარმატების ისტორია გავუზიარო - ახალგაზრდა მეღვინე

22 წლის მარიამ მიროტაძე ღვინო Si' • სი'-ს აწარმოებს და გაფართოების შთამბეჭდავი გეგმები აქვს.

მარიამ მიროტაძე ახალგაზრდა მეწარმეა კახეთიდან. 20 წლის ასაკში, მამამ ლაგოდეხში საკმაოდ დიდ ფართობზე გაშენებული ვენახი აჩუქა. ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი როგორ შეძლებდა ვენახის მოვლას და იყო თუ არა მეწარმეობა მისი საქმე.

ერთი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა საკუთარი საოჯახო ღვინი დაეყენებინა და წარმოებას გაძღოლოდა. გოგონამ ლაგოდეხში დაბრუნება და  6 ჰექტარზე გაშენებულ რქაწითელსა და საფერავის ჯიშის ყურძენისგან ღვინო Si' • სი'-ს წარმოება დაიწყო.

„22 წლის ასაკში უკვე საკუთარი ღვინო მქონდა. სახელზეც ბევრი ვიფიქრე. სი’ყვარული, სი’მშვიდე, სი’ლაღე, სი’გიჟე, სი’მამაცე, სი’ნატიფე, სი’მსუბუქე, სი’მარტოვე, სი’ამოვნება, სი’მარტივე, სი’თბო, ან იქნებ სი’მთვრალე?! სი’ არის ის, რაც ყველაშია და ყველასშია;  მჯერა, ბოთლებზე დაწერილ სხვადასხვა სი'-ში, ადამიანები თავიანთ სი'-ს აუცილებლად იპოვიან და მალე ი'სი'ამოვნებენ ჩემი ღვინით. USAID YES-Georgia-ს პროექტის კომპონენტ buzz Georgia-ში მონაწილეობით საკუთარი თავის რწმენა გამიჩნდა და მოტივაცია ამიმაღლდა. მიღებული თეორიული ცოდნა კი ჩემი ღვინის სწორ მენეჯმენტში მეხმარება. მინდა, ღვინო არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გახდეს პოპულარული, არამედ ექსპორტზეც გავიტანო და საკუთარი წარმატების ისტორია, რაც შეიძლება მეტ ქალს გავუზიარო.“– აღნიშნავს მარიამ მიროტაძე.

Buzz Georgia USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია. YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

Businesspartner