სოფლის მეურნეობა
01/07/2021

მინისტრი: აგროსექტორში ინვესტიციების გაორმაგებით, ექსპორტიდან $3 მლრდ-ის შემოსავალს მივიღებთ

მთავრობა აგროსექტორში ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავს. ამ შემთხვევაში კი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2 წელში ექსპორტიდან 3 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის. 

“ჩვენი ამბიციაა, სოფლის მეურნეობა იყოს ნეტო ექსპორტიორი. ამ ამოცანას 2 წლის პერსპექტივაში მივაღწევთ. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია 3 მლრდ დოლარის ექსპორტი, იმ შემთხვევაში თუ გავაორმაგებთ ინვესტიციებს. ამ შემთხვევაში რეალურია, რომ საქართველომ აგროსასურსათო სექტორიდან 3 მილიარდი ექსპორტის შემოსავლები მიიღოს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით,საქართველოს აქვს უნარი, 300-დან 400 მილიონ დოლარამდე პროდუქტის იმპორტჩანაცვლება განახორციელოს. 

მინისტრის განმარტებით, ქვეყანას ექსპორტიდან 3 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღების პერსპექტივა აქვს - ღვინისა და ალოკოჰოლური სასმელების სექტორიდან, ყურძნისეული წარმოების სპირტიანი სასმელების, მეხილეობის პროდუქტის ექსპორტის შედეგად. 

იმპორტჩანაცვლების პოტენციალი აქვს: ფრინველის ხორცს, თევზეულს, მარცვლეულის პროდუქტების წარმოებას, ბელბოსტნეული პროდუქტების წარმოებას.

 

Businesspartner