სოფლის მეურნეობა
18/03/2021

მინისტრი: ევროპის ბაზარზე გასასვლელად ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის პროდუქცია გვჭირდება

პროდუქცია ფიზიკურად უნდა გვქონდეს, თუ არ გვაქვს სავაჭრო პროდუქტი, ამას DCFTA და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთახმება ვერ უშველის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასმული კითხვის პასუხად.

"ჩვენ დავიწყეთ უფრო მეტი ქართული პროდუქციის წარმოება, მათ შორის, გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების წარმოება. თუ გასაყიდი პროდუქტი არ გვაქვს, როგორც არ უნდა იყოს ის გათავისუფლებული გადასახადებისგან, ვერაფერს გაყიდი. აქ საუბარია კრიტიკულ მასაზე და არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობით თითქმის ყველაფერი გვაქვს. ჩვენ ინდუსტრიული, კომერციული რაოდენობები გვინდა, რათა ევროპის ბაზარზე გავიდეთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე მაღალ ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული პროდუქტი იყოს იმ მკაცრ მოთხოვნებთან შესაბამისი, რასაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა ითვალისწინებს

Businesspartner