სოფლის მეურნეობა
08/04/2021

მოიჯარეები სახნავის გარდა, სათიბ მიწებსაც გამოისყიდიან

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობა ფართოვდება. 

ცვლილება შევიდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის საფუძველზეც 2020 წლიდან მიმდინარეობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცვლილებით, თუ არამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, სახნავი კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება სათიბი კატეგორიაც. 

გარდა ამისა, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი - თუ აქამდე პროგრამით მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა იყო ნებადართული, ეს შეზღუდვა მოიხსნება ასევე შესაძლებელი გახდება მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე).

Businesspartner