სოფლის მეურნეობა
25/01/2023

მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყება.
 
თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:  კომბაინის შემთხვევაში - ღირებულების არაუმეტეს 40%-ს და 200,000 ლარს,  სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 40%-ს და 150,000 ლარს, ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს და 500 ლარს.
 
პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 7,000,000 ლარს, აქედან არაუმეტეს 3,600,000 ლარი მოხმარდება კომბაინებს დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი ბიუჯეტი სხვა მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებას.

Businesspartner