სოფლის მეურნეობა
19/04/2022

მთაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2022 წელს დაახლოებით ₾5 მლნ გამოიყოფა

2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოიყოფა. განხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიცაა აგროდაზღვევის პროექტი, "დანერგე მომავალი", გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა. საკითხი მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა. დაფინანსდა როგორც გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე ახალი ბაღების გაშენება. 
 
Businesspartner