სოფლის მეურნეობა
23/06/2020

მთავრობა რთველს 60 მლნ ლარით დაასუბსიდირებს

მთავრობა რთველს 60 მლნ ლარით დაასუბსიდირებს. თანადაფინანსება არ შეეხება საფერავსა და სხვა იშვიათ ჯიშებს, რომლებზეც მოთხოვნა ისედაც მაღალია.

რაც შეეხება რქაწითელს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს  მოლოდინი აქვს, რომ სუბსიდიის გარეშე მისი ფასი თვითღირებულებას ჩამოსცდება. ამ ეტაპზე სააგენტო ყურძნის ღირებულების საპროგნოზო მაჩვენებელს ვერ ასახელებს.

ლევან მეხუზლას განმარტებით, ბაზარზე ჭარბი ყურძნის არსებობის შემთხვევაში პროდუქტის შესაძენად სახელმწიფო კომპანია აკურაც მზადაა.

ცნობისთვის გამოყოფილი 60 მლნ ლარიდან 40 მლნ უშუალოდ სუბსიდირებისთვის, 20 მლნ კი სახელმწიფო კომპანია აკურასთვის გამოიყოფა.

Businesspartner