სოფლის მეურნეობა
01/06/2022

ნინო წილოსანი: ჩაის პლანტაციებს მასიურად ანაცვლებს მოცვი, თხილი, კივი

ქვეყანაში ჩაის პლანტაციების რაოდენობა შემცირებულია და მას მასიურად ნააცვლებს მოცვი, კივი, თხილი. ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში განიხილეს. 

"ქვეყანაში აღარ არის დარჩენილი ჩაის სანაშენეები, ასევე ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება საკმაოდ ძვირია და როში გაწელვადი. 1985 წელთან შედარებით ჩაის პლანტაციების მხოლოდ 2.5% ფუნქციონირებს. საქართველოში ჩაი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ირკიფება, მაშინ როდესაც ჩაის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იღებენ. ამავდროლად, ჩაის პლანტაციების ჩანაცვლება მასიურად მიმდინარეობს და მას ანაცვლებს სხვა ისეთი კულტურები, როგორიცაა მოცვი, თხილი, კივი და სხვა", - აღნიშნა ნინო წილოსანმა. 

სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად კომიტეტმა რეკომენდაციები შეიმუშავა. 

ნინო წილოსანის თქმით, აუცილებელია განხორციელდეს ინვენტარიზაცია. მეჩაიეობის დარგის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩაის პლანტაციების საერთო ფართობი, საც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, შეაფასოს დარგის პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობები. 

ამასთან, რეკომენდაციაა, მეჩაიეობის დარგის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება. აგრეთვე, ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება. 

"მეჩაიეობის დარგის განვითარების, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაამტკიცოს ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩაის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპზე რეგულირების ერთიან პრინციპებს",- აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ნინო წილოსანმა. 

სამუშაო ჯგუფი ფიქრობს, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაის გზის კონცეფცია უნდა შეიმუშაოს. 

"უნდა შეიქმნას ჩაის ტურიზმის ობიექტების ელექტრონული ბაზა, ჩაის პლანტაციების, აგროტურისტული ობიექტების მანიშნებელი და საინფორმაციო დაფები, მათ შორის მთავარ საავტომობილო გზებზე", - აცხადებს ნინო წილოსანი. 

მისი თქმით, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვაია სასწავლო ტრენინგების და კურსების ორგანიზება. 

"რეკომენდაციაა, მეჩაიეობის რეგიონში მოქმედი კომპანიების და ფერმერული მეურნეობების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე მოკლევადიანი პროფესიული სწავლება, გადამზადების კურსების ორგანიზება, შესაბამისი აკადემიური დაწესებულებების და პერსონალის ჩართულობით", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

 

Businesspartner