სოფლის მეურნეობა
14/04/2022

ოთარ შამუგია: ბოლო წლებში მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა

პროგრამის "დანერგე მომავლაში" ფარგლებში, 2021 წელს, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3 600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა, - ოთარ შამუგიამ პროგრამის შედეგიანობაზე პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა.

გარემოს და დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამაა და ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც ექსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის.

"მოთხოვნად პოზიციებს იკავებს საექსპორტო პროდუქტები, როგორიც არის კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 000 ტონა შეადგინა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავალი" დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17 000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.

Businesspartner