სოფლის მეურნეობა
18/04/2022

ოთარ შამუგია: ხორბლის წარმოება 35%-ით არის გაზრდილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოში ხორბლის წარმოება 35%-ით არის გაზრდილი.

ოთარ შამუგია იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ადგილობრივი მოთხოვნის 50%-ის დაკმაყოფილებას მაინც შეძლებს. 

"ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოში ხდება. FAO-ს კვლევების შედეგად, მსოფლიოში მხოლოდ მარტის თვეში სურსათის ფასები დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების ზრდას. სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხორბლის წარმოება. დაახლოებით 35-36%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეტის საშუალება გვაქვს. მომავალი წლების განმავლობაში უნდა მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის 50% მაინც დავაკმაყოფილოთ",- განაცხადა შამუგიამ. 

Businesspartner