სოფლის მეურნეობა
14/04/2022

ოთარ შამუგია: რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლა გვინდა, თუმცა ახლა ეს გაგვიჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სწორი იქნება, მთავრობა რთველის სუბსიდირების პროცესში აღარ ჩაერთოს, თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს რთული იქნება. 

"ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მეწარმეებთან, ღვინის სექტორთან. რთველი ყოველ წელს გამოწვევაა და გვიწევს ჩარევა. სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლა გვინდა და ეს სწორი იქნება, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ამის გაკეთება გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა ფერმერებს და მეწარმეებს ამ პროცესში მარტო არ დავტოვებთ. რა ვითარებაც იქნება რთველის პერიოდში, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს - რა ტიპის ჩარევა მოხდეს და როგორ დავეხმაროთ სექტორს", - განცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

 

Businesspartner