სოფლის მეურნეობა
16/05/2022

ოთარ შამუგია: ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ხორბლის წარმოების ზრდას ხელს შეუწყობს

ხორბლისა და ფქვილის იმპორტში დისბალანსია, რაც გამოწვეულია იმპორტიორი ქვეყნის მიერ ხორბალზე დაწესებული საექსპორტო გადასახადით. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. 
 
თუმცა, მისი თქმით, მომარაგებასთან დაკავშირებით შეფერხება არ არსებობს. 
 
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემოსულია 54 000 ტონა ფქვილი და დაახლოებით 43 000 ტონა ხორბალი. 
 
"ფქვილის მოწოდების მხრივ და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან, არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, რომ არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები