სოფლის მეურნეობა
28/12/2020

პანდემიის ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა 41%-ით გაიზარდა

პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაიზარდა.
 
2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში ექსპორტზე 13.8 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც 41%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
 
საქართველომ თხილის ექსპორტიდან 70.7 მლნ დოლარი მიიღო, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-დეკემბერში.
 
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, კერძოდ, გერმანიაში (3 694 ტონა), იტალიაში (3 368 ტონა), ჩეხეთში (660 ტონა), ლიეტუვაში (379 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (408 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (274 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგია (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
 
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (807 ტონა), რუსეთი (627 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (404 ტონა), უკრაინა (240 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (145 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.
 
 
Businesspartner