სოფლის მეურნეობა
27/11/2020

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება იწყება

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება იწყება.

პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, შემდგომი გადაწყვეტილების მიღება გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასების დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული.

„მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. გვესმის, რომ პანდემიის ფონზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ჩვენ გვქონდა რეგულარული შეხვედრები მწარმოევლებთან და მივიღეთ ხორბლის სუბსიდირების დაწყების გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები ხორბალზე, რომელიც პურის ფასის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. პროგრამა ამოქმედდება მოავალი კვირიდან და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ოთხი თვის გასვლის შემდეგ, დავაკვირდებით გლობალურ ფასებს და მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპისთვის კი ასეთი ტიპიის ინტერვენცია იყო აუცილებელი.“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner