სოფლის მეურნეობა
13/04/2021

პლატფორმა agrogate.world – ახალი შესაძლებლობები აგროსექტორისთვის

ახალი ონლაინ პლატფორმა agrogate.world, რომელიც "საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა, ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტებს აერთიანებს.

პლატფორმის საშუალებით, ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ერთიორად ზრდის. როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, აგროტურიზმიდან შემოსული სარგებელი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია.

იმისთვის, რომ განვითარდეს აგროტურიზმი საქართველოში აუცილებელია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამართული ფერმერული მეურნეობა. gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი (Agronavti; agroskills.ge; Agromap.ge; Smart Villige ; Agrojobs.ge) პლატფორმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფერო გააციფროვნა.

ახალი პლატფორმის პრეზენტაცია კი 12 აპრილს სოფელ უდაბნოში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პანელური დისკუსია- „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უდაბნოში გამართულ შეხვედრას ამერიკის სრულფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ 2012 წელს დაარსდა და აერთიანებს როგორც ფერმერთა ჯგუფებს, ასევე სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე სექტორულ ასოციაციებს და წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ფერმერთა ყველაზე მძლავრ გაერთიანებას.  

Businesspartner