სოფლის მეურნეობა
18/04/2022

პრემიერი: 3 წელიწადში 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლებში არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობები, სავარგულები, რომელიც დამუშავებულია, მაგრამ არ აქვთ წყალი. შესაბამისად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია ქვეყანაში. 
 
მისი თქმით, მომდევნო 3 წელიწადში 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები.
 
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შეეძლებათ, რომ მეტი ფართობები დაამუშაონ და ისარგებლონ ამ ჩვენი სიმდიდრით, რომელიც არის მიწა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Businesspartner