სოფლის მეურნეობა
12/10/2020

რაჭაში აღდგენილი კაბისტონის ვაზის ჯიში - მეწარმე "სოფიას" ბრენდით ღვინის წარმოებას იწყებს

სოფო სამთელიძე ქალი მეწარმეა მაღალმთიანი რაჭიდან, რომელიც მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და საკუთარ სოფელში მევენახეობა აღადგინა. 

„რამდენიმე წლის წინ უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშის კაბისტონის მოშენება დავიწყე. ამ ეტაპზე მოწეული ყურძნით ვაყენებთ "ხვანჭკარას“ და "ალექსანდროულს“. ჩვენი ღვინო წარმატებით იყიდება როგორც შიდა ბაზარზე ასევე ექსპორტზეც. წელს წარმოება კიდევ უფრო გავაფართოვეთ და პირველად საკუთარი სახელობის ღვინო „სოფიას“ ჩამოსხმას ვგეგმავ. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში და ვცდილობ უფრო მეტი ცოდნა შევიძინო. „ბაზ-ჯორჯიას ტრენინგების მეშვეობით საოცარი მეწარმე ქალბატონები გავიცანი. მათი ისტორიების, მიზნების და განვლილი გზის გაცნობამ, დიდი მოტივაცია მომცა. ტრენერებისაგან კი საჭირო რჩევები მივიღე, რაც ძალიან დამეხმარა ბიზნესის სწორად დაგეგმვაში,“ - ამბობს ახალგზრდა მეწარმე.

საქართველოში, Buzz Georgia USAIDის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია, YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი. 

Businesspartner