სოფლის მეურნეობა
17/04/2021

სად იყიდება ქართული ჩირი - უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა

ქართული ჩირის ექსპორტი 58.7%-ით გაიზარდა.
 
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.9 მლნ დოლარის 610.3 ტონა გამხმარი ხილი გავიდა.
 
ქართული ჩირი ყველაზე დიდი მოდცულობით გერმანიაში გაიყიდა, სულ 298.4 ტონა; მეორე ადგილზეა რუსეთი - 120.7 ტონა; მესამე პოზიციაზე კი ჩინეთი - 81.7 ტონა.
 
საექსპორტო ბაზრებს შორისაა ასევე სომხეთი - 35.9 ტონა; ლიეტუა - 7.5 ტონა; ჩეხეთი - 21.7 ტონა; იაპონია -2 ტონა; უკრაინა - 14.1 ტონა; ლატვიაში -1 ტონა; პოლონეთი - 1 ტონა.
Businesspartner