სოფლის მეურნეობა
16/11/2021

სად იყიდება ქართული მანდარინი

ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში,მანდარინის ექსპორტი 166%-ით არის გაზრდილი, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი 149%-ით.

სულ ამ პერიოდში საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც ქვეყანამ 613 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ქართული მანდარინი ძირითადად 4 ბაზარზე იყიდება. სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

Businesspartner