სოფლის მეურნეობა
22/11/2021

საექსპორტო ბაზრებზე 9 344 ტონა ქართული ხურმა და კარალიოკი გაიყიდა

ქართული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, შემოსავლების მოცულობამ 4.7 მლნ დოლარს მიაღწია.

ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 2020 წლის ანალოგიუ პერიოდთან შდარებით 25%-ით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი 17%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (3,566 ტონა), რუსეთში (3,358 ტონა), უკრაინაში (2,202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).

Businesspartner