სოფლის მეურნეობა
08/11/2021

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი გაორმაგებულია

ქართულ მანდარინზე საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება.

2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნიდან 478 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გაორმაგებულია.

ქართველმა ფერმერებმა ამ პერიოდში მანდარინის ექსპორტიდან  $171 ათასი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

Businesspartner