სოფლის მეურნეობა
24/08/2021

საქართველომ ატმის ექსპორტიდან $26.1 მლნ მიიღო

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან საქართველო უფრო მეტ შემოსავალს იღებს.

ქვეყნიდან 1 მაისიდან დღემდე 28.7 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა ექსპორტზე, ღირებულება 26.1 მლნ დოლარია. ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით მეტი ექსპორტი და 36%-ით მეტი შემოსავალია.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

 

 

Businesspartner