სოფლის მეურნეობა
09/08/2021

საქართველომ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან $23.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართველმა ფერმერებმა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან ერთ წელში 50%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს. 

1 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი გავიდა, შედეგად ქვეყანამ 23.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ღირებულება - 7.9 მლნ დოლარით (51%) გაიზარდა.

ქართული ვაშლი და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 16,915 ტონაა ექსპორტირებული, აზერბაიჯანში - 269 ტონა, უკრაინაში - 671 ტონა, ბელარუსში - 119 ტონა, ყაზახეთში - 95 ტონა, მოლდოვაში - 116 ტონა, სლოვენიაში - 59 ტონა.

 

 

 

Businesspartner