სოფლის მეურნეობა
06/05/2020

საქართველომ ხორბლის მარაგები კიდევ შეივსო

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. კომპანია “ბევრილი ჯგუფმა“ სულ კომპანიამ  18 000 ტონა ხორბალი შეიძინა და დამატებით ხორბლის მარაგს უახლოეს პერიოდში კიდევ 12 000 ტონით გაზრდის.

“ბევრილი ჯგუფი“ პურის ფქვილთან ერთად, პურ-პროდუქტებს აწარმოებს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანია შეუფერხებლად მუშაობს. “ბევრლი ჯგუფი” სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია.

კომპანია პურის ფქვილით მთელ საქართველოს ამარაგებს. ასევე, ყოველდღიურად აცხობს 10 სახეობის 27 000 ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს, 16 სახეობის ორცხობილას. საწარმოო პროცესში ყოველდღიურად 250 ადამიანია დასაქმებული. “ბევრილი ჯგუფმა” სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ,,კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

Businesspartner